საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ კონკურსის პირველად შედეგები

წარმოგიდგენთ პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ კონკურსის პირველად შედეგებს. თსუ რექტორის ბრძანების თანახმად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტიპენდია გამოეყოფა 134 სტუდენტს. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, უპირატესობა მიენიჭა იმ სტუდენტებს, ვისაც სემესტრული GPA უფრო მაღალი ჰქონდა (ამ პუნქტშიც თანაბარი მონაცემების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა მათ, ვისაც საერთო GPA ჰქონდა უფრო მაღალი). ბრძანების თანახმად, კონკურსიდან მოიხსნენ სტუდენტები, რომლებსაც წინა სემესტრში შესრულებული ჰქონდათ 30 კრედიტზე ნაკლები.

აპელაციების შემოტანა იგივე ელფოსტაზე შესაძლებელია 14 დეკემბრის 16:00 საათამდე.

 

თარიღი: 13/12/2020